ბსუ - ღონისძიებები



ღონისძიება: საქართველოს საგარეო პოლიტიკა, იდენტობა და ევროკავშირი


დასახელება საქართველოს საგარეო პოლიტიკა, იდენტობა და ევროკავშირი
ტიპი სხვა
აღწერა 1 თებერვალს, 328-ე აუდიტორიაში, საქართველოს პოლიტიკური ინსტიტუტის დირექტორი, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი კორნელი კაკაჩია სტუდენტებისა და ჟურნალისტებისათვის ჩაატარებს სემინარს თემაზე: ,,საქართველოს საგარეო პოლიტიკა, იდენტობა და ევროკავშირი".ერთდღიანი სემინარი მიზნად ისახავს ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის პროცესებზე ცნობიერების ამაღლებას და საქართველოს სტრატეგიული პოლიტიკის მიმართულებებზე ახალგაზრდებში დისკუსიის წახალისებას. პრეზენტაციები იქნება ინტერაქციული და კონცენტრირდება უპირველეს ყოვლისა საქართველო_ევროკავშირს შორის ურთიერთობებზე, შესაძლებლობებზე და სარგებელზე, რაც მნიშვნელოვანია ქვეყნის დემოკრატიული განვითარებისთვის. სემინარი ასევე შეეხება შექმნილ გამოწვევებს, კერძოდ ანტი-დასავლური დეზინფორმაციის გავრცელებასა და პროპაგანდისტულ კამპანიას.
დაწყების დრო 2019 წლის 01 თებერვალი 12:00:00
დასრულების დრო 2019 წლის 01 თებერვალი 13:30:00
აუდიტორია 2 კორპუსი - №328 დაწყება: 2019 წლის 01 თებერვალი 12:00:00; დასრულება: 2019 წლის 01 თებერვალი 13:30:00;
ორგანიზატორი ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი


ბსუ - საინფორმაციო ტექნოლოგიებისა და კომუნიკაციების სამსახური | 2017