ბსუ - ღონისძიებები



ღონისძიება: საჯარო ლექცია


დასახელება საჯარო ლექცია
ტიპი სხვა
აღწერა მოვუსმინოთ ბავშვს - მეცნიერულ მიგნებებზე დამყარებული თანამედროვე მიდგომებიაბსტრაქტი: ბავშვთა დაცვის საკითხებით დაინტერესებული სტუდენტების და სპეციალისტებისთვის. ლექტორი: ეკატერინე (ქეთი) თავართქილაძე - საქართველოს საზოგადოებრივი ჯანდაცვის ფონდის ბავშვთა და მოზარდთა ფსიქოლოგი, ბავშვთა დაცვის ექსპერტი, ექსპერტ-კონსულტანტი არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების საკითხებში, საქართველოს საზოგადოებრივი ჯანდაცვის ფონდის მიერ მომზადებული 20-ზე მეტი პუბლიკაციის ავტორი და თანაავტორი.ლექცია ტარდება ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტის „ადვოკატირება ბავშვთა და ახალგაზრდების დასაცავად“ ფარგლებში და უკავშირდება ბავშვთა დახმარების ხაზის (ჰეპლაინის) საერთაშორისო დღეს - 17 მაისს. საქართველოში მოქმედებს ბავშვთა დახმარების ხაზი 116 111. ის ემსახურება ბავშვებს, ახალგაზრდებს, მშობლებს, პროფესიონალებს და ნებისმერ ადამიანს, რომლებსაც ბავშვებთან დაკავშირებულ პრობლემებზე სურთ საუბარი. პროექტის ასოცირებული პარტნიორები არიან ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი და Child Helpline International.
დაწყების დრო 2017 წლის 17 მაისი 17:00:00
დასრულების დრო 2017 წლის 17 მაისი 19:00:00
აუდიტორია 1 კორპუსი - №55 (საკონფერენციო) დაწყება: 2017 წლის 17 მაისი 17:00:00; დასრულება: 2017 წლის 17 მაისი 19:00:00;
ორგანიზატორი სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტი


ბსუ - საინფორმაციო ტექნოლოგიებისა და კომუნიკაციების სამსახური | 2017