ბსუ - ღონისძიებები



ღონისძიება: ორგანიზაცია „ევროპული ალიანსი საქართველოსთვის“ საჯარო ლექცია


დასახელება ორგანიზაცია „ევროპული ალიანსი საქართველოსთვის“ საჯარო ლექცია
ტიპი შეხვედრა
აღწერა აქტიური კომუნიკაციის შედეგად,ბრიუსელში დაარსებულ ორგანიზაცია „ევროპული ალიანსი საქართველოსთვის“ (შემდგომ ალიანსი) მზადყოფნას გამოთქვამს ეწვიოს ბსუ-ს, შეხვდეს ბატონ მერაბ ხალვაშს და ჩაატაროს საჯარო ლექცია ჩვენი სტუდენტებისთვის. ალიანსის მიზანია საქართველოს როგორც ქვეყნის ევროკავშირიში ინტეგრაციის პროცესის ხელშეწყობა,ასევე ქართველი ახალგაზრდებისთვის და აკადემიური პირებისთვის ახალი შესაძლებლობების კარის გაღება. ბოლო 5 წლის მანძილეზე ალიანსის მხარდაჭერით, 40-მდე ახალგაზრდას მიეცათ უნიკალური შესაძლებლობა, გაევლოთ პროფესიული პრაქტიკა ევროკავშირის სხვადასხვა სტრუქტურებში ბრიუსელსა და სტრასბურგში. ორგანიზაცია გამოთქვამს სურვილს, გაცნობითი ხასიათის ვიზიტის შემდეგ,ურთიერთობა გადავიდეს ახალ ეტაპზე, შეიძინოს გრძელვადიან მიზნებზე ორიენტირებული თანამშრომლობითი ხასიათი და ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმდეს ბათუმის შოთა რუსეთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტთან. „ევროპული ალიანსი საქართველოსთვის“ გაფორმებული აქვს ურთიერთანამშრომლობის მემორანდუმი საქართველოში მოქმედ უმაღლეს სასწავლებელთან, კერძოდ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტთან, ორგანიზაციის თანადამფუძნებელი, რომან სტრასე საქართველოში მოქმედი სხვადასხვა უნივერსიტეტის მოწვევით საჯარო ლექციებს კითხულობს ევროკავშირსა და საქართველოს შორის ურთიერთობებზე, რაც არსებულ მოცემულობაში ძალიან აქტუალური და მნიშვნელოვანია.
დაწყების დრო 2023 წლის 17 მარტი 11:30:00
დასრულების დრო 2023 წლის 17 მარტი 13:10:00
აუდიტორია 1 კორპუსი - №55 (საკონფერენციო) დაწყება: 2023 წლის 17 მარტი 11:30:00; დასრულება: 2023 წლის 17 მარტი 13:10:00;
ორგანიზატორი ბსუ-ს იუდიული და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტი


ბსუ - საინფორმაციო ტექნოლოგიებისა და კომუნიკაციების სამსახური | 2017