ბსუ - ღონისძიებები



ღონისძიება: პროექტი „საზოგადოების ინფორმირებულობისა და შედეგობის გაზრდა“.


დასახელება პროექტი „საზოგადოების ინფორმირებულობისა და შედეგობის გაზრდა“.
ტიპი შეხვედრა
აღწერა საგარეო საქმეთა სამინისტროს სსიპ „საინფორმაციო ცენტრი ნატოსა და ევროკავშირის შესახებ“ მიზანია ქვეყნის ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის შესახებ საქართველოს მოქალაქეების ინფორმირებულობის გაზრდა,გაცნობიერებული მხარდაჭერის შენარჩუნება და განმტკიცება. ამ მიზნის მისაღწევად,საინფორმაციო ცენტრი ატარებს სამიზნე ჯგუფების სპეციფიკაზე მორგებულ საინფორმაციო კამპანიებს,საჯარო ღონისძიებებს, სემინარებს, საინფორმაციო შეხვედრებს, ღია დისკუსიებსა და შემეცნებით აქტივობებს მთელი ქვეყნის მასშტაბით.ახალგაზრდები საინფორმაციო ცენტრის ერთ-ერთ პრიორიტეტულ სამიზნე აუდიტორიას წარმოადგენენ. აღნიშნულ სამიზნე ჯგუფთან კომუნიკაციის ძირითადიმიზანია მათი ცოდნის გაღრმავება დასავლური ღირებულებების, ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის მნიშვნელობის, არსებული შესაძლებლობებისა და გამოწვევების შესახებ, ასევე, მათი აქტიური ჩართულობის ხელშეწყობა ინტეგრაციულ პროცესებში. შესაბამისად, საინფორმაციო ცენტრი, წლის განმავლობაში, რეგულარულად მართავს სხვადასხვა საინფორმაციო და საგანმანათლებლო-შემეცნებით ღონისძიებას. მიმდინარე წლის 28 მარტს, 13:00 საათზე, საინფორმაციო ცენტრის ორგანიზებით,დაგეგმილია შეხვედრა ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში.შეხვედრაზე ცენტრის მიერ მოწვეული სპიკერი, საქართევლოს ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს აპარატის თავდაცვის საკითხთა დეპარტამენტის უფროსი მრჩეველი ნათია გვენეტაძე ისაუბრებს ნატო-საქართველოს ურთიერთობებსა და არსებული თანამშრომლობის მნიშვნელობაზე. დაგეგმილი შეხვედრის საშუალებით, მსმენელებს შესაძლებლობა ექნებათ მიიღონ მრავალმხრივი ინფორმაცია საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესის მნიშვნელობასა და პერსპექტივებზე. შეხვედრა ითვალისწინებს კითხვა-პასუხის და დისკუსიის ფორმატსაც.
დაწყების დრო 2023 წლის 28 მარტი 14:00:00
დასრულების დრო 2023 წლის 28 მარტი 16:00:00
აუდიტორია 1 კორპუსი - №32 დაწყება: 2023 წლის 28 მარტი 14:00:00; დასრულება: 2023 წლის 28 მარტი 16:00:00;
ორგანიზატორი საგარეო საქმეთა სამინისტროს სსიპ „საინფორმაციო ცენტრი ნატოსა და ევროკავშირის შესახებ“


ბსუ - საინფორმაციო ტექნოლოგიებისა და კომუნიკაციების სამსახური | 2017