ღონისძიება: ბსუ-ს IV საერთაშორისო კვირეულის ჩატარება ერაზმუს+ აკადემიური/ადმინისტრაციული პერსონალის გაცვლითი პროგრამის ფარგლებში
დასახელება | ბსუ-ს IV საერთაშორისო კვირეულის ჩატარება ერაზმუს+ აკადემიური/ადმინისტრაციული პერსონალის გაცვლითი პროგრამის ფარგლებში |
ტიპი | ღონისძიება |
აღწერა | ა.წ. 15-19 მაისს დაგეგმილია ბსუ-ს IV საერთაშორისო კვირეულის ჩატარება ერაზმუს+ აკადემიური/ადმინისტრაციული პერსონალის გაცვლითი პროგრამის ფარგლებში. კვირეული მიზნად ისახავს უნივერსიტეტის ინტერნაციონალიზაციის ხელშეწყობას, ბსუ-ს პოპულარიზაციას, ახალი ერთობლივი საერთაშორისო პროგრამებისა,პროექტების დაგეგმვას და უკვე არსებული თანამშრომლობის გაღრმავებას.5 დღის განმავლობაში დაგეგმილია, როგორც სასწავლო და ტრენინგის აქტივობები, ასევე კულტერული ღონისძიებები. კვირეულში მიიღებს მონაწილეობას 7 ევროპული უნივერსიტეტის 12 აკადემიური და ადმინისტრაციული პერსონალი, რომლებიც შესთავაზებენ ლექციების კურსს ბსუ-ს სტუდენტებს, ასევე, უცხოელი პარტნიორი საერთაშორისო ოფისების წარმომადგენლები ჩაატარებენ ტრენინგებს გაცვლითი პროგრამების ეფექტურად მართვის თაობაზე და გაუზიარებენ თავის გამოცდილებას ბსუ-ს კოლეგებს. |
დაწყების დრო | 2023 წლის 15 მაისი 10:00:00 |
დასრულების დრო | 2023 წლის 16 მაისი 12:00:00 |
აუდიტორია |
1 კორპუსი - №32 დაწყება: 2023 წლის 15 მაისი 10:00:00; დასრულება: 2023 წლის 15 მაისი 12:00:00; 2 კორპუსი - №516 დაწყება: 2023 წლის 16 მაისი 10:00:00; დასრულება: 2023 წლის 16 მაისი 12:00:00; |
ორგანიზატორი | ბსუ-ს სტრატეგიული განვითარებისა და საგარეო ურთიერთობათა დეპარტამენტი |