ღონისძიება: ყოველწლიური მეცხრე საერთაშორისო საზაფხულო უნივერსიტეტი
დასახელება | ყოველწლიური მეცხრე საერთაშორისო საზაფხულო უნივერსიტეტი |
ტიპი | სხვა |
აღწერა | 20-24 აგვისტოს, ბსუ-ს პარტნიორობით, თავდაცვისა და უსაფრთხოების საკითხებში სამოქალაქო საბჭოს (თბილისი, საქართველო) ორგანიზებით, შვედეთის საგარეო საქმეთა სამინისტროსა და შვედეთის რადიაციური უსაფრთხოების სააგენტოს მხარდაჭერით ტარდება ყოველწლიური ბათუმის მეცხრე საზაფხულო უნივერსიტეტი - "ბირთვული უსაფრთხოება და გაუვრცელებლობა: გლობალური გამოწვევები და შესაძლებლობები". ოთხი დღის განმვალობაში ბათუმის საზაფხულო უნივერსიტეტის მონაწილეები საქართველოდან, შედეთიდან, ავსტრიიდან, დაანიდან და უკრაინიდან განიხილავენ გლობალური უსაფრთხოების, საგარეო პოლიტიკის და ბირთვული გაუვრცელებლობის საკითხებს. სესიებს წაუძღვებიან საერთაშორისო ექსპერტები ბრიტანეთის სამეფო კოლეჯიდან, სტოკჰოლმის უნივერსიტეტიდან, შვედეთის რადიაციული უსაფრთხოების სააგენტოდან, უკრაინის საერთაშორისო ურთიერთობების უნივერსიტეტიდან, ასევე თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფიზიკის ინსტიტუტიდან. მონაწილეები არიან წამყვანი ექსპერტები და უნივერსიტეტის პერსონალი. აქცენტი გაკეთდება დღეს არსებულ საერთაშორისო უსაფრთხოების გამოწვევებზე, ასევე შავი ზღვის რეგიონის ქვეყნების ადგილზე ბირთვული გაუვრცელებლობის რეჟიმში. საზაფხულო უნივერსიტეტი მიზნად ისახავს უნივერსიტეტების შესაბამისი ფაკულტეტების პროფესორებსა და სფეროს ექსპერტებს შორის კომპეტენციის ამაღლებას საერთაშორისო უსაფრთხოებისა და ბირთვული გაუვრცელებლობის საკითხში, რათა მათ ახალი ცოდნა და არსებული საერთაშორისო სასწავლო რესურსები გამოიყენონ თავიანთი პროგრამების მომზადებაში და სასწავლო და კვლევით პროცესებში. ასევ ღონისძიების მიზანია შავი ზღვის რეგიონში სფეროს სპეციალისტების ქსელის ჩამოყალიბება და მისი განვითარების ხელშეწყობა. |
დაწყების დრო | 2024 წლის 20 აგვისტო 10:00:00 |
დასრულების დრო | 2024 წლის 24 აგვისტო 18:00:00 |
აუდიტორია |
1 კორპუსი - №55 (საკონფერენციო) დაწყება: 2024 წლის 20 აგვისტო 10:00:00; დასრულება: 2024 წლის 24 აგვისტო 18:00:00; |
ორგანიზატორი | ბსუ-ს იურიდიული და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტი |