ღონისძიება: ბათუმის ლიტერატურული ფესტივალი „შემოდგომის სერენადა“.
დასახელება | ბათუმის ლიტერატურული ფესტივალი „შემოდგომის სერენადა“. |
ტიპი | შეხვედრა |
აღწერა | ა(ა)იპ „აჭარის მწერალთა სახლი“, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების,კულტურისა და სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით, ყოველწლიურად, ოქტომბრის თვეში,ატარებს ბათუმის ლიტერატურულ ფესტივალს „შემოდგომის სერენადა“.მიმდინარე წელს ფესტივალი გაიმართება 5-7 ოქტომბერს და მასში მონაწილეობას მიიღებენ ცნობილი მწერლები, მთარგმნელები და ლიტერატორები როგორც საქართველოდან, ისე უცხოეთიდან.საფესტივალო პროგრამა საკმაოდ დატვირთულია. ლიტერატურულ და მთარგმნელობით კომპონენტებთან ერთად, ის მოიცავს საგანმანათლებლო შინაარსსაც. კერძოდ, იგეგმება მოწვეული მწერლების შეხვედრები მოსწავლე და სტუდენტ ახალგაზრდობასთან, რაც უთუოდ დადებითად აისახება ახალგაზრდა თაობის ლიტერატურულ გემოვნებაზე და ხელს შეუწყობს ლიტერატურული პროცესების განვითარებას ჩვენს ქალაქში.7 ოქტომბერს, 14 საათიდან 16 საათამდე, ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის სააქტო დარბაზში ჩატარდება ფესტივალის მონაწილემწერალთა შეხვედრა სტუდენტებთან და ლიტერატურის მოყვარულებთან. ფესტივალის უცვლელი სპიკერია ქალბატონი შორენა მახაჭაძე. |
დაწყების დრო | 2024 წლის 07 ოქტომბერი 14:00:00 |
დასრულების დრო | 2024 წლის 07 ოქტომბერი 16:00:00 |
აუდიტორია |
1 კორპუსი - №სააქტო დარბაზი დაწყება: 2024 წლის 07 ოქტომბერი 14:00:00; დასრულება: 2024 წლის 07 ოქტომბერი 16:00:00; |
ორგანიზატორი | აჭარის მწერალთა სახლი |