ბსუ - ღონისძიებები



ღონისძიება: შეხვედრა „მრგვალი მაგიდა“


დასახელება შეხვედრა „მრგვალი მაგიდა“
ტიპი შეხვედრა
აღწერა ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტისა და ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის თანამონაწილეობით შექმნილი კონსორციუმის საგრანტო პროექტის - „საჯარო მმართველობის სამართლის სამაგისტრო პროგრამის კონცეფციის შემუშავება” - ფარგლებში, 2024 წლის 7 მარტს ბსუ-ში გაიმართება „მრგვალი მაგიდა“. შეხვედრას გაუძღვებიან თსუ-ისა და ბსუ-ის პროფესორები: პაატა ტურავა, ნანა ჭიღლაძე, ეკა ქარდავა, ირაკლი კახიძე, ლევან ჯაყელი და მალხაზ ნაკაშიძე. შეხვედრაში აგრეთვე მონაწილეობას მიიღებენ საჯარო სამსახურის და აკადემიური წრის წარმომადგენლები. „მრგვალი მაგიდის“ ფარგლებში მოხდება საჯარო მმართველობის სამართლის სამაგისტრო პროგრამის კონცეფციის პროექტის განხილვა, აგრეთვე ყურადღება დაეთმობა საჯარო მმართველობის სამართლის სასწავლო პროგრამის ძირითად კომპონენტებს, სწავლა-სწავლების მეთოდებს, აგრეთვე კონცეფციის დანერგვისა და განხორციელების გამოწვევებს.
დაწყების დრო 2024 წლის 07 მარტი 11:00:00
დასრულების დრო 2024 წლის 07 მარტი 16:00:00
აუდიტორია 1 კორპუსი - №55 (საკონფერენციო) დაწყება: 2024 წლის 07 მარტი 11:00:00; დასრულება: 2024 წლის 07 მარტი 16:00:00;
ორგანიზატორი ბსუ-ს იურიდიული და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტი


ბსუ - საინფორმაციო ტექნოლოგიებისა და კომუნიკაციების სამსახური | 2017