ბსუ - ღონისძიებები



ღონისძიება: პრეზენტაცია თემაზე „მედია გარემო და მედიის რეგულირება“


დასახელება პრეზენტაცია თემაზე „მედია გარემო და მედიის რეგულირება“
ტიპი შეხვედრა
აღწერა კომუნიკაციების კომისია, სატელეკომუნიკაციო სფეროს შესახებ სტუდენტებში ცნობიერების ამაღლების მიზნით, უნივერსიტეტებში საინფორმაციო შეხვედრებს ატარებს. კომუნიკაციების კომისიის მიზანია დაინტერესებულ სტუდენტებს მიაწოდოს დეტალური ინფორმაცია ქვეყანაში არსებული მედია გარემოს შესახებ. გამომდინარე იქიდან, რომ სწორედ ახალგაზრდები არიან თანამედროვე ტექნოლოგიებისა და მედიის ყველაზე აქტიური მომხმარებლები, რომლებიც სხვადასხვა წყაროდან ყოველდღიურად დიდი რაოდენობით ინფორმაციას იღებენ, ჩვენი სურვილია რაც შეიძლება მეტი სტუდენტი ჩავრთოთ პროცესში. გვაქვს სურვილი, თქვენთან თანამშრომლობის ფარგლებში, სტუდენტებთან ჩავატაროთ პრეზენტაცია თემაზე „მედია გარემო და მედიის რეგულირება“. პრეზენტაციას გაუძღვება კომუნიკაციების კომისიის წევრი ივანე მახარაძე, რომელსაც მედიამომსახურებების მიმართულებით მუშაობის 17 წლიანი გამოცდილება აქვს. შეხვედრის მონაწილეებს ექნებათ შესაძლებლობა დეტალური ინფორმაცია მიიღონ ქვეყანაში არსებული მედია გარემოს შესახებ, მათ შორის როგორია ქვეყნის მედიაპოლიტიკა, რა არის საჭირო ტელე და რადიო მაუწყებლობის დაწყებისთვის, რა მიმართულებებს არეგულირებს ქართული კანონმდებლობა, ასევე რა გამოწვევების წინაშე დგას ქართული მედია და რა როლი აქვს კომუნიკაციების კომისიას მედიის განვითარებაში, იმისთვის, რომ მაყურებლის უფლებები იყოს დაცული. შეხვედრა გაიმართება დისკუსიის რეჟიმში და სტუდენტებს ექნებათ შესაძლებლობა დასვან კითხვები და მიიღონ მათთვის საინტერესო საკითხებზე ამომწურავი პასუხები.
დაწყების დრო 2024 წლის 26 მარტი 13:00:00
დასრულების დრო 2024 წლის 26 მარტი 15:00:00
აუდიტორია 1 კორპუსი - №55 (საკონფერენციო) დაწყება: 2024 წლის 26 მარტი 13:00:00; დასრულება: 2024 წლის 26 მარტი 15:00:00;
ორგანიზატორი კომუნიკაციების კომისია


ბსუ - საინფორმაციო ტექნოლოგიებისა და კომუნიკაციების სამსახური | 2017