ბსუ - ღონისძიებები



ღონისძიება: საერთაშორისო საზაფხულო სკოლა - International Excellence School -


დასახელება საერთაშორისო საზაფხულო სკოლა - International Excellence School -
ტიპი სხვა
აღწერა 5-7 ივლისს ბსუ-ში გაიმართება საერთაშორისო საზაფხულო სკოლა - International Excellence School - "ტექნოლოგიების ტრანსფერი და ინოვაციები სასწავლო პროცესში". საზაფხულო სკოლა ტარდება მასშტაბური საერთაშორისო პროექტის - I2Q (Georgia Innovation, Inclusion and Quality Project) - ფარგლებში, რომელშიც ჩართულია ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი.პროექტის აქტივობები თანხვედრაშია განათლებისა და მეცნიერების ეროვნულ სტრატეგიასთან და მიმართულია საერთაშორისო კვლევით ცენტრებსა და უნივერსიტეტებთან პარტნიორობის დამყარებაზე, უნარებისა და კომპეტენციის გაძლიერებაზე, სასწავლო-სამეცნიერო პოტენციალის გაძლიერებაზე, შრომის ბაზართან კავშირების ხელშეწყობაზე, ინგლისური ენის ცოდნის დონის ამაღლებაზე, სტუდენტებისა და ახალგაზარდა მკვლევრების კონკურენტუნარიანობის გაზრდაზე.დაგეგმილია შეხვედრები და აქტივობები სამი ძირითადი მიმართულებით: 1. საერთაშორისო პარტნიორობით ერთობლივი სადოქტორო პროგრამის შემუშავება განათლებისა და მეცნიერების მიმართულებით; 2. მეწარმეობის მოდულისა და დარგობრივი ინგლისური ენის მოდულების შემუშავება საბაკალავრო სწავლებისათვის; 3. ე.წ. International Excellence School – საერთაშორისო სკოლების ჩატარება დოქტორანტებისა და პოსტდოკებისთვის, მაქსიმუმ 30 (18 - ბათუმიდან, 10 - საქართველოს სხვა რეგიონებიდან და 2 - უცხოეთიდან), რომელიც გააძლიერებს აკადემიური და სამეცნიერო საზოგადოების შესაძლებელობებს საგრანტო პროექტების შემუშავების, ტექნოლოგიების ტრანსფერისა და ინოვაციების, ასევე ინტელექტუალური საკუთრების უფლებების დაცვის მიმართულებით.საერთაშორისო საზაფხულო სკოლისთვის, რომლის გახსნისა და დახურვის ცერემონიებს დაესწრებიან საპატიო სტუმრები.
დაწყების დრო 2024 წლის 05 ივლისი 09:00:00
დასრულების დრო 2024 წლის 07 ივლისი 18:00:00
აუდიტორია 1 კორპუსი - №55 (საკონფერენციო) დაწყება: 2024 წლის 05 ივლისი 09:00:00; დასრულება: 2024 წლის 07 ივლისი 18:00:00;
1 კორპუსი - №32 დაწყება: 2024 წლის 05 ივლისი 09:00:00; დასრულება: 2024 წლის 07 ივლისი 18:00:00;
1 კორპუსი - №44 დაწყება: 2024 წლის 05 ივლისი 09:00:00; დასრულება: 2024 წლის 07 ივლისი 18:00:00;
ორგანიზატორი ბსუ-ს სტრატეგიული განვითარებისა და საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტი


ბსუ - საინფორმაციო ტექნოლოგიებისა და კომუნიკაციების სამსახური | 2017