ბსუ - ღონისძიებები



ღონისძიება: „USAID-ის საბაზისო განათლების პროგრამის“ იდეატორთა და მკითხველთა კლუბების შემაჯამებელი ღონისძიება


დასახელება „USAID-ის საბაზისო განათლების პროგრამის“ იდეატორთა და მკითხველთა კლუბების შემაჯამებელი ღონისძიება
ტიპი ღონისძიება
აღწერა ბსუ 2020 წლიდან ახორციელებს „USAID-ის საბაზისო განათლების პროგრამას“. პროგრამის ერთ-ერთი კომპონენტია საქართველოს საჯარო სკოლებში კლასგარეშე აქტივობების ხელშეწყობის მიზნით სხვადასხვა სახის კლუბის (იდეატორთა კლუბი/STEAM კლუბი/წიგნის მეგობარი/მკითხველთა კლუბი) ამოქმედება, რომელიც ითვალისწინებს უნივერსიტეტის, სკოლისა და ბიზნესის სექტორის თანამშრომლობით პროექტების დაგეგმვა-მომზადებას და ამ გზით დაწყებითი კლასების მოსწავლეებში ბიზნეს-იდეების განვითარებას. ბუნებრივია, პროგრამაში ბიზნეს-სექტორის ჩართულობა, აქტივობების მოფიქრება/დაგეგმვა/განხორციელების ხელშეწყობასთან ერთად, გულისხმობს გამარჯვებული მოსწავლეების/გუნდების დაჯილდოებას შესაძლებლობის ფარგლებში.11 ივნისს დაგეგმილია კლუბების საქმიანობის შემაჯამებელი ღონისძიების ჩატარება, რომელიც გულისხმობს განხორციელებული პროექტების წარდგენას საუნივერსიტეტო საზოგადოების წინაშე და კლუბებში მონაწილეობის დამადასტურებელი სერტიფიკატების გადაცემას.
დაწყების დრო 2024 წლის 11 ივნისი 14:00:00
დასრულების დრო 2024 წლის 11 ივნისი 16:00:00
აუდიტორია 1 კორპუსი - №55 (საკონფერენციო) დაწყება: 2024 წლის 11 ივნისი 14:00:00; დასრულება: 2024 წლის 11 ივნისი 16:00:00;
ორგანიზატორი ბსუ-ს ზუსტ მეცნიერებათა და განათლების ფაკულტეტი


ბსუ - საინფორმაციო ტექნოლოგიებისა და კომუნიკაციების სამსახური | 2017