ბსუ - ღონისძიებები



ღონისძიება: საზაფხულო სკოლა „ევროკავშირში გაწევრიანების პოლიტიკური კრიტერიუმები და ევროპეიზაცია“


დასახელება საზაფხულო სკოლა „ევროკავშირში გაწევრიანების პოლიტიკური კრიტერიუმები და ევროპეიზაცია“
ტიპი სხვა
აღწერა ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი იწვევს საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამის სტუდენტებს საზაფხულო სკოლაში „ევროკავშირში გაწევრიანების პოლიტიკური კრიტერიუმები და ევროპეიზაცია“. საზაფხულო სკოლა ტარდება ჟან მონეს მოდულის „ევროკავშირში გაწევრიანების პოლიტიკური კრიტერიუმები და საქართველოს, მოლდოვასა და უკრაინის ევროპეიზაციის“ ფარგლებში, რომელიც დაფინანსებულია ევროკავშირის Erasmus+ პროგრამის მიერ და მიზნად ისახავს ევროკავშირის ღირებულებების პოპულარიზაციას, ევროკავშირის შესახებ კვლევებისა და სწავლების განვითარების ხელშეწყობის გზით.საზაფხულო სკოლის პროგრამაში განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა ევროკავშირში გაწევრიანებისთვის დადგენილ პოლიტიკურ კრიტერიუმებს, საქართველოში, მოლდოვასა და უკრაინაში მიმდინარე სამართლებრივ-პოლიტიკურ რეფორმებს და მოიცავს შემდეგ თემებს:.ევროკავშირის გაფართოების ისტორია - სამართლებრივი ჩარჩო, გადაწყვეტილების მიღების პროცესები და ძირითადი აქტორები;.კოპენჰაგენის კრიტერიუმები (პოლიტიკური კრიტერიუმები): ინსტიტუტების სტაბილურობა, რომლებიც უზრუნველყოფენ დემოკრატიას, კანონის უზენაესობას, .ადამიანის უფლებებს და უმცირესობათა პატივისცემასა და დაცვას;.საქართველოს, უკრაინის, მოლდოვას ასოცირების ხელშეკრულებები ევროკავშირთან: სამართლებრივი და პოლიტიკური რეფორმები;.დარგობრივი ევროპეიზაცია: ევროკავშირი და საჯარო პოლიტიკა კანდიდატ ქვეყნებში;.პოლიტიკური პოლარიზაცია, ინსტიტუტები, არჩევნები, პოლიტიკური პარტიები და ევროინტეგრაცია კანდიდატ ქვეყნებში;.მართლმსაჯულების სისტემის ევროპეიზაცია და კანონის უზენაესობა;.ანტიკორუფციული პოლიტიკა: სამართლებრივი საფუძვლები და ევროპეიზაცია;.საჯარო ადმინისტრაციის ევროპეიზაცია, დეოლიგარქიზაცია და ევროინტეგრაცია;.გამოხატვის თავისუფლება, მედია, ადამიანის უფლებათა დაცვა და ევროინტეგრაცია;.სამოქალაქო საზოგადოების როლი უკრაინის, საქართველოსა და მოლდოვას ევროპული ინტეგრაციის პროცესში;.ათი ყველაზე გავრცელებული მითი ევროკავშირის შესახებ, რუსული პროპაგანდა ევროინტეგრაციის წინააღმდეგ;.გამოცდილების გაზიარება: დასავლეთ ბალკანეთის ქვეყნები და თურქეთი;.გამოცდილების გაზიარება: საქართველო, მოლდოვა და უკრაინა;
დაწყების დრო 2024 წლის 26 ივლისი 10:00:00
დასრულების დრო 2024 წლის 30 ივლისი 18:00:00
აუდიტორია 1 კორპუსი - №55 (საკონფერენციო) დაწყება: 2024 წლის 26 ივლისი 10:00:00; დასრულება: 2024 წლის 26 ივლისი 18:00:00;
1 კორპუსი - №55 (საკონფერენციო) დაწყება: 2024 წლის 27 ივლისი 10:00:00; დასრულება: 2024 წლის 27 ივლისი 18:00:00;
1 კორპუსი - №55 (საკონფერენციო) დაწყება: 2024 წლის 28 ივლისი 10:00:00; დასრულება: 2024 წლის 28 ივლისი 18:00:00;
1 კორპუსი - №55 (საკონფერენციო) დაწყება: 2024 წლის 29 ივლისი 10:00:00; დასრულება: 2024 წლის 29 ივლისი 18:00:00;
1 კორპუსი - №55 (საკონფერენციო) დაწყება: 2024 წლის 30 ივლისი 10:00:00; დასრულება: 2024 წლის 30 ივლისი 18:00:00;
ორგანიზატორი ბსუ


ბსუ - საინფორმაციო ტექნოლოგიებისა და კომუნიკაციების სამსახური | 2017