ბსუ - ღონისძიებები



ღონისძიება: კონცერტი


დასახელება კონცერტი
ტიპი კონცერტი
აღწერა მიმდინარე წლის 19 ივლისს დაგეგმილია ბათუმის მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლესთან არსებული ვაჟთა ფოლკლორული ანსამბლი "იბერიონის" 20 წლისადმი მიძღვნილი საიუბილეო კონცერტი(ხელმძღვანელი, ბსუ-ს გოგონათა ანსამბლი "თირინის" პედაგოგი თეიმურაზ დოლიძე). ანსამბლს მნიშვნელოვანი წვლილი მიუძღვის რეგიონში ქართული ფოლკლორის წარმოჩენასა და პოპულარიზაციაში. საზეიმო კონცერტზე "იბერიონის" სხვადასხვა თაობის მომღერლები(მათ შორის ბსუ-ს კურსდამთავრებულები) მსმენელის წინაშე მსოფლიო და ქართული ხალხური მუსიკის ნიმუშებით წარდგებიან. კონცერტში მონაწილეობენ: ვაჟთა ფოლკლორული გუნდი "იბერიონი", ბსუ-ს გოგონათა ანსამბლი "თირინი", ბათუმის კულტურის ცენტრის ხალხური სიმღერის ვაჟთა ანსამბლი, გოგონათა ანსამბლი "ნანინა". ღონისძიებაზე, მოწვეული არიან ბათუმის მერიის, საკრებულოს, აჭარის ა/რ განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს წარმომადგენლები,ასევე ქართული ხალხური სიმღერის ცნობილი წარმომადგენლები.
დაწყების დრო 2024 წლის 19 ივლისი 16:00:00
დასრულების დრო 2024 წლის 19 ივლისი 21:00:00
აუდიტორია 1 კორპუსი - №სააქტო დარბაზი დაწყება: 2024 წლის 19 ივლისი 16:00:00; დასრულება: 2024 წლის 19 ივლისი 21:00:00;
ორგანიზატორი ბსუ-ს სტუდენტთა კარიერული განვითარების, კულტურისა და სპორტის დეპარტამენტი


ბსუ - საინფორმაციო ტექნოლოგიებისა და კომუნიკაციების სამსახური | 2017