ღონისძიება: საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია თემაზე: "ბიომრავალფეროვნების ცალკეული კომპონენტის შესწავლა, დაცვა, შენარჩუნება, გონივრული გამოყენება"
დასახელება | საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია თემაზე: "ბიომრავალფეროვნების ცალკეული კომპონენტის შესწავლა, დაცვა, შენარჩუნება, გონივრული გამოყენება" |
ტიპი | კონფერენცია |
აღწერა | 2024 წლის 7-8 ოქტომბერს, ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში ჩატარდება საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია თემაზე: "ბიომრავალფეროვნების ცალკეული კომპონენტის შესწავლა, დაცვა, შენარჩუნება, გონივრული გამოყენება", რომელიც ეძღვნება ფიტოპათოლოგიის ინსტიტუტის დაარსებიდან 65-ე წლისთავს.კონფერენციის ძირითადი სამეცნიერო მიმართულებები:1.მცენარეთა მავნებელ - დაავადებები, თანამედროვე გამოწვევები და გადაჭრის გზები.2.მცენარეულ პათოგენთა პოპულაციურ-გენეტიკური კვლევები.3.მცენარეთა მრავალფეროვნების კვლევა, კონსერვაცია და გონივრული გამოყენება.4.მცენარეთა ფარმაკოგნოსტური კვლევები.5.ჭარბტენიანი ჰაბიტატები - ფლორა, ფაუნა, ეკოსისტემური სერვისები, კონსერვაცია და გონივრული გამოყენება.კონფერენციის ძირითადი სამეცნიერო მიმართულებების საკითხებია: მცენარეთა ეკონომიკურად მნიშვნელოვანი დაავადებები და მავნებლები; ფიტოპათოგენთა კოლექციები; სასოფლო-სამეურნეო კულტურათა, მათ შორის, სტრატეგიული მარცვლოვანი კულტურების, ეკონომიკურად მნიშვნელოვანი დაავადებების გამომწვევ პათოგენთა პოპულაციურ - გენეტიკური კვლევა; ველური ბუნების კონსერვაცია და გონივრული გამოყენება; ინვაზიური სახეობები; ეკოსისტემური სერვისები; მცენარეთა ფარმაკოგნოსტური კვლევები; აქვაკულტურა და იქთიოფაუნა; ზღვის ძუძუმწოვრები; აგრობიომრავალფეროვნება; კლიმატის ცვლილება. |
დაწყების დრო | 2024 წლის 07 ოქტომბერი 09:00:00 |
დასრულების დრო | 2024 წლის 08 ოქტომბერი 18:00:00 |
აუდიტორია |
1 კორპუსი - №55 (საკონფერენციო) დაწყება: 2024 წლის 07 ოქტომბერი 09:00:00; დასრულება: 2024 წლის 08 ოქტომბერი 18:00:00; |
ორგანიზატორი | ბსუ-ს ფიტოპათოლოგიისა და ბიომრავალფეროვნების ინსტიტუტი |