ბსუ - ღონისძიებები



ღონისძიება: ტრენინგი შრომის სამართალი , უახლესი სამართლებრივი ცვლილებები და პრაქტიკა


დასახელება ტრენინგი შრომის სამართალი , უახლესი სამართლებრივი ცვლილებები და პრაქტიკა
ტიპი სხვა
აღწერა ტრენინგი ტარდება კერძო მეწარმეობის საერთაშორისო ცენტრისა (CIPE) და სოლიდარობის ცენტრის ერთობლივი პროექტის მხარდაჭერით და ბსუ-თან პარტნიორობით.ტრენინგს გაუძღვება სამართლის დოქტორი, ჟან მონეს პროფესორი, AA/DCFTA/EU-ს სამართლის სპეციალისტი და შრომის სამართლის პროფესორი ეკატერინე ქარდავა. პროექტი ხორციელდება კერძო მეწარმეობის საერთაშორისო ცენტრის (CIPE) საგრანტო პროექტის "Know Your Rights and Your Obligations – Know-LRO" ფარგლებში, რომლის მიზანია ცნობიერების ამაღლების და ადვოკატირების გზით სოციალური და ეკონომიკური უფლებების გაძლიერების ხელშეწყობა, სამართლიანი შრომის პრაქტიკისა და უფრო სამართლიანი და ინკლუზიური საზოგადოების ჩამოყალიბება საქართველოში. ტრენინგი ტარდება საგანმანათლებლო ინსტიტუტებისთვის, აჭარაში მოქმედი უნივერსიტეტებისა და პროფესიული სასწავლებლების მენეჯმენტის, ადმინისტრაციული და ადამიანური რესურსების მართვის მენეჯერების, პრაქტიკოსი იურისტებისა და იმ პირებისთვის (განსაკუთრებით ქალები), ვისი საქმიანობა და ფუნქცია-მოვალეობები დაკავშირებულია შრომით ურთიერთობებსა და უფლებებზე.
დაწყების დრო 2024 წლის 08 ოქტომბერი 09:30:00
დასრულების დრო 2024 წლის 08 ოქტომბერი 17:00:00
აუდიტორია 1 კორპუსი - №32 დაწყება: 2024 წლის 08 ოქტომბერი 09:30:00; დასრულება: 2024 წლის 08 ოქტომბერი 17:00:00;
ორგანიზატორი კერძო მეწარმეობის საერთაშორისო და სოლიდარობის ცენტრი


ბსუ - საინფორმაციო ტექნოლოგიებისა და კომუნიკაციების სამსახური | 2017