ბსუ - ღონისძიებები



ღონისძიება: შეხვედრა უკრაინელ მოქალაქეებთან


დასახელება შეხვედრა უკრაინელ მოქალაქეებთან
ტიპი ღონისძიება
აღწერა სსიპ ზურაბ ჟვანიას სახელობის სახელმწიფო ადმინისტრირების სკოლის სახელმწიფო ენის არსებული სასწავლო პროგრამები მაქსიმალურად უზრუნველყოფს ქართული ენის სწავლებას საქართველოს არაქართულენოვანი მოქალაქეებისთვის, ასევე არამოქალაქე ბენეფიციართათვის, მათი ნებისმიერი სახის საჭიროების შესაბამისად. ჟვანიას სკოლა სახელმწიფო ენას ასწავლის საქართველოში თავშესაფრის მაძიებლებსა და საქართველოში საერთაშორისო დაცვის მქონე პირებს, მათშორის, სახელმწიფო დაფინანსებით და შესაბამისი პროგრამის ფარგლებში აძლევს მათ ქართული ენის სათანადო თეორიულ და პრაქტიკულ ცოდნას, რომელიც მათ ესაჭიროებათ ყოველდღიურ ცხოვრებაში სრულფასოვანი მონაწილეობისთვის.მიმდინარე 2023 წლის 15 მაისს, 15:00 საათზე დაგეგმილია შეხვედრა იმ უკრაინელ მოქალაქეებთან, რომლებიც სარგებლობენ ჟვანიას სკოლის მიერ მიწოდებული სერვისით.შეხვედრაზე წარმოდგენილნი იქნებიან ჟვანიას სკოლის თანამშრომლები და უკრაინის მოქალაქე ბენეფიციარები.
დაწყების დრო 2023 წლის 15 მაისი 15:00:00
დასრულების დრო 2023 წლის 15 მაისი 17:00:00
აუდიტორია 1 კორპუსი - №სააქტო დარბაზი დაწყება: 2023 წლის 15 მაისი 15:00:00; დასრულება: 2023 წლის 15 მაისი 17:00:00;
ორგანიზატორი ზურაბ ჟვანიას სახელობის სახელმწიფო ადმინისტრირების სკოლა


ბსუ - საინფორმაციო ტექნოლოგიებისა და კომუნიკაციების სამსახური | 2017