ბსუ - ღონისძიებები



ღონისძიება: „USAID-ის საბაზისო განათლების პროგრამაში “ შემავალი კლუბების საქმიანობის შემაჯამებელი ღონისძიება


დასახელება „USAID-ის საბაზისო განათლების პროგრამაში “ შემავალი კლუბების საქმიანობის შემაჯამებელი ღონისძიება
ტიპი ღონისძიება
აღწერა ბსუ 2020 წლიდან ახორციელებს „USAID-ის საბაზისო განათლების პროგრამას“. პროგრამის ერთ-ერთი კომპონენტია საქართველოს საჯარო სკოლებში კლასგარეშე აქტივობების ხელშეწყობის მიზნით სხვადასხვა სახის კლუბის (იდეატორთა კლუბი/STEAM კლუბი/წიგნის მეგობარი/მკითხველთა კლუბი) ამოქმედება, რომელიც ითვალისწინებს უნივერსიტეტის, სკოლისა და ბიზნესის სექტორის თანამშრომლობით პროექტების დაგეგმვა-მომზადებას და ამ გზით დაწყებითი კლასების მოსწავლეებში ბიზნეს-იდეების განვითარებას. ბუნებრივია, პროგრამაში ბიზნეს-სექტორის ჩართულობა, აქტივობების მოფიქრება/დაგეგმვა/განხორციელების ხელშეწყობასთან ერთად, გულისხმობს გამარჯვებული მოსწავლეების/გუნდების დაჯილდოებას შესაძლებლობის ფარგლებში. კლუბები აჭარისა და გურიის რეგიონების 9 მუნიციპალიტეტიდან შერჩეულ 10 სკოლაში ჩამოყალიბდა. კლუბების ფუნქციონირებისა და გუნდური პროექტების განხორციელების პროცესს, ბიზნესის და სკოლის წარმომადგენლებთან თანამშრომლობით, უძღვებიან ბსუ-ს, როგორც „USAID-ის საბაზისო განათლების პროგრამის“ ერთ-ერთი პარტნიორი უნივერსიტეტის პროფესორ-მასწავლებლები/ პროგრამის ტრენერები და ზოგადი განათლების დაწყებითი საფეხურის მასწავლებლის მომზადების ინტეგრირებული საბაკალავრო-სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამის სტუდენტები. 2023 წლის 10 ივნისისთვის დაგეგმილია კლუბების საქმიანობის შემაჯამებელი ღონისძიების ჩატარება, რომელიც გულისხმობს განხორციელებული პროექტების წარმოდგენას საუნივერსიტეტო საზოგადოების წინაშე.
დაწყების დრო 2023 წლის 10 ივნისი 14:00:00
დასრულების დრო 2023 წლის 10 ივნისი 16:00:00
აუდიტორია 1 კორპუსი - №სააქტო დარბაზი დაწყება: 2023 წლის 10 ივნისი 14:00:00; დასრულება: 2023 წლის 10 ივნისი 16:00:00;
ორგანიზატორი ბსუ-ს ზუსტ მეცნიერებათა და განათლების ფაკულტეტი


ბსუ - საინფორმაციო ტექნოლოგიებისა და კომუნიკაციების სამსახური | 2017