ღონისძიება: საერთაშორისო საზაფხულო სკოლა - International Excellence School -
დასახელება | საერთაშორისო საზაფხულო სკოლა - International Excellence School - |
ტიპი | სხვა |
აღწერა | 5-7 ივლისს ბსუ-ში გაიმართება საერთაშორისო საზაფხულო სკოლა - International Excellence School - "ტექნოლოგიების ტრანსფერი და ინოვაციები სასწავლო პროცესში". საზაფხულო სკოლა ტარდება მასშტაბური საერთაშორისო პროექტის - I2Q (Georgia Innovation, Inclusion and Quality Project) - ფარგლებში, რომელშიც ჩართულია ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი.პროექტის აქტივობები თანხვედრაშია განათლებისა და მეცნიერების ეროვნულ სტრატეგიასთან და მიმართულია საერთაშორისო კვლევით ცენტრებსა და უნივერსიტეტებთან პარტნიორობის დამყარებაზე, უნარებისა და კომპეტენციის გაძლიერებაზე, სასწავლო-სამეცნიერო პოტენციალის გაძლიერებაზე, შრომის ბაზართან კავშირების ხელშეწყობაზე, ინგლისური ენის ცოდნის დონის ამაღლებაზე, სტუდენტებისა და ახალგაზარდა მკვლევრების კონკურენტუნარიანობის გაზრდაზე.დაგეგმილია შეხვედრები და აქტივობები სამი ძირითადი მიმართულებით: 1. საერთაშორისო პარტნიორობით ერთობლივი სადოქტორო პროგრამის შემუშავება განათლებისა და მეცნიერების მიმართულებით; 2. მეწარმეობის მოდულისა და დარგობრივი ინგლისური ენის მოდულების შემუშავება საბაკალავრო სწავლებისათვის; 3. ე.წ. International Excellence School – საერთაშორისო სკოლების ჩატარება დოქტორანტებისა და პოსტდოკებისთვის, მაქსიმუმ 30 (18 - ბათუმიდან, 10 - საქართველოს სხვა რეგიონებიდან და 2 - უცხოეთიდან), რომელიც გააძლიერებს აკადემიური და სამეცნიერო საზოგადოების შესაძლებელობებს საგრანტო პროექტების შემუშავების, ტექნოლოგიების ტრანსფერისა და ინოვაციების, ასევე ინტელექტუალური საკუთრების უფლებების დაცვის მიმართულებით.საერთაშორისო საზაფხულო სკოლისთვის, რომლის გახსნისა და დახურვის ცერემონიებს დაესწრებიან საპატიო სტუმრები. |
დაწყების დრო | 2024 წლის 05 ივლისი 09:00:00 |
დასრულების დრო | 2024 წლის 07 ივლისი 18:00:00 |
აუდიტორია |
1 კორპუსი - №55 (საკონფერენციო) დაწყება: 2024 წლის 05 ივლისი 09:00:00; დასრულება: 2024 წლის 07 ივლისი 18:00:00; 1 კორპუსი - №32 დაწყება: 2024 წლის 05 ივლისი 09:00:00; დასრულება: 2024 წლის 07 ივლისი 18:00:00; 1 კორპუსი - №44 დაწყება: 2024 წლის 05 ივლისი 09:00:00; დასრულება: 2024 წლის 07 ივლისი 18:00:00; |
ორგანიზატორი | ბსუ-ს სტრატეგიული განვითარებისა და საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტი |